- Netgazeti
სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს
ია მეურმიშვილი, „ამერიკის ხმა“. სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ამერიკის ხმის“ ვებსაიტზე. შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. 14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა […]
The post სანქციები და ურთიერთობების გადახედვა — 14 სენატორი კობახიძეს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებს appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 17:10 - Netgazeti
ტყუილია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება
მას შემდეგ, რაც 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო გადახედვას ითვალისწინებს, „ქართულ ოცნებაში“ შესაბამისი პროცედურების შესახებ დეზინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელება დაიწყეს. კერძოდ, მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ: საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის გადახედვას კონსენსუსი ანუ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება; არ არსებობს სამართლებრივის საფუძველი, რომლის გამოც, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გადაიხედოს. თუმცა ევროკავშირის სამართლებრივი […]
The post ტყუილია, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას 27 ქვეყნის თანხმობა სჭირდება appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 16:08 - ბათუმელები
148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“
100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. 25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს. გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“. ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, სანამ ხელისუფლება რუსულ კანონს […]
The post 148 ორგანიზაციის განცხადება – „არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში“ appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 16:39 - Netgazeti
„რეაგირება უნდა გვქონდეს“ — ლიეტუვის პრეზიდენტი „რუსულ კანონზე“
ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველო არათუ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს. „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „რუსულ კანონს“ ლიეტუვის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე გამოეხმაურა. გიტანას ნაუსედა და ანდჟეი დუდა დირმიშკესში სამხედრო წვრთნებს დაესწრნენ. „ბოლო დღეებში სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან. სამწუხაროდ, ის მოვლენები, კანონში ცვლილებები, რაც იქ იგეგმება, ნათლად მეტყველებს, რომ […]
The post „რეაგირება უნდა გვქონდეს“ — ლიეტუვის პრეზიდენტი „რუსულ კანონზე“ appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 16:01 - Netgazeti
რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად, ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა დატოვა
ახალციხის მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად დატოვა. „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელმა ჯაბა ნათენაძემ და მესხეთის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა მანუჩარ გოგოლაურმა 25 და 26 აპრილს განაცხადეს, რომ რუსული კანონისადმი თვითმმართველობის მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერის პირობებში, ადგილობრივ სტრუქტურებთან თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავენ. „მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება როგორც შემიძლია, ჩემს კუთხეს და ქვეყანას ვემსახურები, […]
The post რუსული კანონისადმი პროტესტის ნიშნად, ახალციხის მერიის მრჩეველთა საბჭო ორმა წევრმა დატოვა appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 15:42 - ბათუმელები
„აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს 29-ში აქციაზე წასვლას” – განცხადება სამუსიკო სკოლაში | ვიდეო
„აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უზრუნველყოფს 29 აპრილს თბილისში გამართულ მიტინგზე წამსვლელთა ტრანსპორტირებას. მსურველები ჩაეწერეთ ინდირა ლაზიშვილთან,“ – ეს განცხადება ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის სამივე სართულზე, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას დღეს, 26 აპრილს იყო გამოკრული. სამუსიკო სასწავლებელში მისულ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ განცხადება დირექციამ გამოაკრა. „ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა […]
The post „აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს 29-ში აქციაზე წასვლას” – განცხადება სამუსიკო სკოლაში | ვიდეო appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 15:30 - ბათუმელები
„მოგვიწევს ბრძოლა, სანამ არ დასრულდება რუსული მმართველობა“ – ბათუმელი აქტივისტი
„რუსული კანონი, თავისი შინაარსით ეწინააღმდეგება ყველა იმ ღირებულებას, რომელიც დღემდე წვალებით მოვიტანეთ და ასევე დიდი წვალებით ვცდილობთ, ბოლომდე მივიტანოთ ევროპის კარამდე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვერ მექნება ჯანსაღი დამოკიდებულება ისეთი კანონის მიმართ, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩემი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ – ამბობს მარიამ ჯვართავა, სამოქალაქო აქტივისტი ბათუმიდან. მარიამმა გვითხრა, რომ შვებულება აიღო, რომ თბილისში, საპროტესტო […]
The post „მოგვიწევს ბრძოლა, სანამ არ დასრულდება რუსული მმართველობა“ – ბათუმელი აქტივისტი appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 14:22 - ბათუმელები
ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე
„ჩემთვის რუსეთი აღიქმება როგორც მტერი და, შესაბამისად, სწორად არ მიმაჩნია ამ კანონის შემოღება ჩვენს ქვეყანაში“ – ამბობს გივიკო ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 18 წლის სტუდენტი. გივიკო ბიზნესის ადმინისტრირების პირველ კურსზე სწავლობს. „ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონის შემოღებამ, არის ის, რომ ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი. რაც შეეხება მთავრობას, ჩემი აზრით, ისინი ქვეყანაზე […]
The post ჩვენთვის დაიხურება ევროპის კარი – ბსუ-ს სტუდენტი რუსულ კანონზე appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 14:32 - Netgazeti
რუსეთში არარსებული ორგანიზაციის “ექსტრემისტულად” აღიარებას ითხოვენ
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ სარჩელი შეიტანა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში და მოითხოვა, რომ “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა და მისი ქვედანაყოფები” გამოცხადდეს “ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ და რუსეთის ტერიტორიაზე აიკრძალოს. ვინ ან რას წარმოადგენს “ანტირუსული სეპარატისტული მოძრაობა”, გაურკვეველია. როგორც ჩანს, ის არასოდეს ყოფილა ნახსენები მედიის ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და იურიდიული დახმარების ჯგუფმა OVD-Info-მ განაცხადა, რომ ვერ იპოვა რაიმე ჩანაწერი მსგავსი ორგანიზაციის […]
The post რუსეთში არარსებული ორგანიზაციის “ექსტრემისტულად” აღიარებას ითხოვენ appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 14:19 - ბათუმელები
ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან […]
The post ბათუმში შსს-ს სააგენტოს ინსპექტორი იძულების ფაქტზე ამხილეს – საგამოძიებო appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 13:48 - Netgazeti
თელავის საკრებულოსა და „ოცნების“ წევრი რუსული კანონის გაწვევას ითხოვს: „ნუ უღალატებთ ქვეყანას“
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ბერძენაშვილი თავისსავე პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად ამბობს, ფიცს დებს, რომ დატოვებს პარტიას და თანამდებობასაც. ლევან ბერძენაშვილმა ეს განცხადება დღეს, 26 აპრილს, თელავის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი სიტყვებს ტაში მოჰყვა. ნეტგაზეთი სრულად გთავაზობთ ლევან ბერძენაშვილის სიტყვას […]
The post თელავის საკრებულოსა და „ოცნების“ წევრი რუსული კანონის გაწვევას ითხოვს: „ნუ უღალატებთ ქვეყანას“ appeared first on Netgazeti.
Friday April 26, 2024. 11:19 - ბათუმელები
„ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“
თელავის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენაშვილი რუსული კანონს უკვე საჯაროდ ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ თუკი „ქართული ოცნება“ ამ კანონს უკან არ გაიწვევს, ის პარტიასაც დატოვებს და თანამდებობასაც. ლევან ბერძენაშვილის განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით, დღეს 26 აპრილს გავრცელდა. „მინდა პოლიტიკური განცხადება გავაკეთო, რომელიც ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. როგორც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
The post „ოცნების“ წევრი რუსულ კანონზე – „ცალსახად ვეწინააღმდეგები გატანას და მიღებას“ appeared first on Batumelebi.
Friday April 26, 2024. 11:19