ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის შეფასებით, კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის საბაბით ცდილობს, “იგივე მოდელია, როგორიც არის პუტინის რუსეთში”. ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ლექსმანმა დაასახელა ნაბიჯი, რითაც, მისი აზრით, უნდა უპასუხონ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა “ქართული ოცნების” მცდელობას, მიიღოს რუსული კანონი მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად. “საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დააინიციირა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ფაქტია, რომ ეს კანონპროექტის […]
The post სანქციები ივანიშვილს, ფინანსური დახმარებისა და მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება – ლექსმანის ინიციატივა რუსული კანონის საპასუხოდ appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 17:46“ყველა ასაკის მოქალაქე, საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, აჩვენებს ძლიერ მისწრაფებას დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების გაზიარებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი” – ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ევროპარლამენტში იანეზ ლენარჩიჩიმ. ევროკომისარი კრიზის მენეჯმენტის და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში აცხადებს, რომ რუსული კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” უკვე მეორედ ცდილობს, შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ევროკომისრის თქმით, კანონის მიღება ხელს […]
The post “საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასახონ მოქალაქეთა ნება” – ევროკომისარი “ოცნებას” რუსული კანონის ჩაგდებას სთხოვს appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 16:38„რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს განვითარების და წინსვლის საშუალებას. მეც მიმიღია მხარდაჭერა არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ზუსტად ეს მხარდაჭერა იყო ჩემთვის განვითარების სტარტი, რადგან სანამ არ გავხდებოდი ამ ორგანიზაციის პროგრამების მონაწილე, დავიწყებდი ორგანიზებულ ტრენინგებზე დასწრებას, შემდეგ ანაზღაურებად სტაჟირებას, იქამდე არაფერი არ ვიყავი, მხოლოდ ჩვეულებრივი დიასახლისი. ამ კანონის მიღების შემდეგ მსგავსი რაღაცები, რაც იყო ჩემი […]
The post რუსული კანონი გააქრობს შესაძლებლობებს სოფლებში – 3 შვილის დედა ხულოდან appeared first on Batumelebi.
Tuesday April 23, 2024. 15:34“ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაიმართა “ევროპული საქართველოსა” და “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ შექმნილი დოკუმენტური ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება და გამოფენა. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა TV პირველთან განაცხადა, რომ მსგავს თემაზე გამოფენის გამართვა კონგრესში ძალიან მნიშვნელოვანია. “საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ კონგრესში, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც საქართველოს შეეხება, იმართება […]
The post აშშ-ის კონგრესში ფილმის “დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის” ჩვენება გაიმართა appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 15:27სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა პირველი სასაზღვრო სვეტის ფოტო ტავუშ-ყაზახის მონაკვეთზე, რომელზეც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი გადის. ეს არის პირველი შეთანხმება საზღვრის დადგენაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლოდროინდელი სამხედრო დაპირისპირებების შემდეგ, რასაც სომხეთში ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. “არმენპრესის” ცნობით, გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე კოორდინატების დადგენის სამუშაოების ფარგლებში, პირველი […]
The post სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის დადგენაზე პირველ შეთანხმებას მიაღწიეს appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 15:56ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ოფშორების შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებულად მიღებული კანონი ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტია, რომელიც სანქცირების შემთხვევაში მას საშუალებას მისცემს ფული და აქტივები გადაიტანოს საქართველოში. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა. „რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ვფიქრობ, უნდა დავაწესოთ სანქციები, რაც შეიძლება […]
The post რაც შეიძლება სწრაფად სანქციები… – ვიოლა ფონ კრამონი appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 15:01რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის ხელმძღვანელი ვასილი პისკარევი საქართველოში მყოფ რუსებს ურჩევს, მონაწილეობა არ მიიღონ უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ აქციებში. პისკარევმა რუსებს ურჩია, ბოროტად არ ისარგებლონ ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობით და არ იქცნენ „იარაღად გარე ძალების ხელში“, რომლებიც „სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ“. პისკარევი „ტელეგრამის“ არხში წერს, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეები ამ დღეებში […]
The post დუმის დეპუტატი საქართველოში მყოფ რუსებს აქციებისგან თავშეკავებას ურჩევს appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 14:24საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება განცხადებას ავრცელებს რუსულ კანონთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ მიუღებელია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უცხოური დონორებისგან დაფინანსებული ორგანიზაციები უცხოური ძალის გამტარებად ითვლებიან. “პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ათასობით ადამიანი აღვადგინეთ პოზიციებზე. მოგეხსენებათ, კვალიფიციური ადვოკატების დაქირავება დიდი ფუფუნებაა, ხოლო ჩვენს მოქალაქეებს ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ ამ პროცესში. კიდევ უფრო მეტს მივაწოდეთ ინფორმაცია მათი შრომითი […]
The post “მიუღებელია” – პროფკავშირების გაერთიანება რუსულ კანონზე appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 14:22„საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოური აგენტების კანონი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ. მისი თქმით, ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა „ცრუ აგენტებისგან“. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამიაც მონაწილეობდა. როგორც რასა იუკნევიჩიანე ამბობს, ის მხარს უჭერს ქართველებს, […]
The post საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი – იუკნევიჩიანე appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 14:54„მე ვფიქრობ, რომ, როგორც მოქალაქეს უკვე შემეხო ეს რუსული კანონი. მეტი როგორღა უნდა შემეხოს? თუ ფიზიკურად შემეხება, ეგ სხვა ამბავია და მორალურად უკვე შემეხო, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის ბედი მათ ხელშია, ვინც საბოლოოდ გამყიდველები გამოდიან. ბუნებრივია, მეხება მეც, როგორც ადამიანს და ამ ქვეყნის მოქალაქეს. მეხება ის ფაქტი, რომ აზრად მოუვიდათ ისევ შემოეტანათ ეს კანონი და […]
The post „რუსული კანონების ადგილი არ არის ჩვენს ქვეყანაში“ – მომღერალი გიორგი ფუტკარაძე appeared first on Batumelebi.
Tuesday April 23, 2024. 14:03ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, არასწორია საქართველოს მმართველი პარტიის განცხადებები, რომ რუსული კანონი საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას ეფუძნება. ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც მის გარდა მონაწილეობდნენ პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია და ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე. როგორც აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, ის, რომ პრესკონფერენციაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ევროპარლამენტარები […]
The post EU-ში არ ვცდილობთ NGO-ების კონტროლს, არ გვითხოვია საქართველოსთვის ამის გაკეთება – აუსტრევიჩიუსი appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 14:26ევროპარლამენტში ინიციირებულია რეზოლუციის პროექტი „საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება, მანამდე კი დაგეგმილია დებატები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით. რეზოლუციის პროექტში წერია, რომ ქართული კანონპროექტი შედგენილია რუსეთში 2012 წელს მიღებული მსგავსი კანონის მიხედვით, ასევე, მსგავსი კანონმდებლობა ცოტა […]
The post სანქციები ივანიშვილს, 83 დეპუტატს და სხვა | ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი appeared first on Netgazeti.
Tuesday April 23, 2024. 14:44