- Netgazeti
პროცესი დაიძრა – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხება
კრიზისი სომხეთსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქომ პირობითი საზღვრის სიახლოვეს ოთხი სოფლის მისთვის გადაცემა მოითხოვა, ამოწურულია. საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისიის წარმომადგენლებმა 19 აპრილს განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. დელიმიტაციის პროცესი საბოლოოდ დაწყებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ამბავმა დაამშვიდა ყველა, ვისაც ახალი ესკალაციის შიში ჰქონდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მოვლენა მოაგვარებს […]
The post პროცესი დაიძრა – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხება appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 18:08 - Netgazeti
7 პარტია: ვდებთ პირობას, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან
“საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით” 7 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, […]
The post 7 პარტია: ვდებთ პირობას, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 17:29 - Netgazeti
აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან
პარლამენტთან მიმდინარე წინასწარ დაუორგანიზებელ აქციაზე მომიტინგეებმა რუსთაველი გამზირი გადაკეტეს და ამჯერად იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან მსვლელობით. დღეს აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ არა ძირითადი ორგანიზატორები, არამედ ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” მართავს. პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით […]
The post აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 17:04 - Netgazeti
ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს
17 აპრილს, გამთენიისას, როცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციაზე მდგომარეობა დაიძაბა, სპეცრაზმი მიმდებარე ვიწრო ქუჩებში დევნიდა და ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს. მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ონლაინ მედიის 3 ჟურნალისტიც. ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო. როგორც მათი ინტერესების დამცველი, “მედიაომბუდსმენის” წარმომადგენელი ილონა დიასამიძე ნეტგაზეთს ეუბნება, გამოძიება არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის […]
The post ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 16:28 - Netgazeti
„გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს დააშორებს ევროკავშირს. „ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით“, — განუცხადა შარლ მიშელმა 19 აპრილს „ევრონიუსს“. მან იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და ახლა თბილისისგან მეტ პოზიტიურ […]
The post „გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“ appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:53 - Netgazeti
კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში, 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მართალია, გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტაზე ფორმალურად ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, მაგრამ ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა […]
The post კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:08 - Netgazeti
მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას
პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. მელიას თქმით, არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მიუხედავად ამისა, მელია აღნიშნავს, რომ სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა: „თუკი ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა და სხვადასხვა ტიპის ერთობის ჩამოყალიბებაში რაიმე […]
The post მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:50 - ბათუმელები
„არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ
ხვალ, 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია ევროპის მოედანზე, ქალების მარშის შემდეგ დაიწყება. „ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია. კი-ევროპას, არა-რუსეთს” – ვკითხულობთ აქციის აღწერაში. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ______________ ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – […]
The post „არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ appeared first on Batumelebi.
Friday April 19, 2024. 14:16 - Netgazeti
“არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული ქალის დედა რუსული კანონზე
2014 წელს პოლიციელი ქმრის მიერ მოკლული 19 წლის ქალის, სალომე ჯორბენაძის დედა რუსული კანონის საწინააღმდეგო პოსტს აქვეყნებს. ფატი ჭეიშვილი წერს, რომ მისი შვილი სახელმწიფო უწყებებმა ვერ დაიცვეს, მკვლელობის შემდეგ კი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მისი ინტერესები დაიცვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), საფარმა და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC). ფატი ჭეიშვილი […]
The post “არ დამიცვა სახელმწიფომ, დამიცვა არასამთავრობომ” – პოლიციელის მიერ მოკლული ქალის დედა რუსული კანონზე appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 14:17 - Netgazeti
„ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი — ქადაგიძე ოფშორების კანონზე
ავტორი: საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი — არა, ანუ „ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი. დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. „ოფშორების კანონის“ წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ. ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცა, დაჩქარებით მიღებული. […]
The post „ბანანის რესპუბლიკად“ ქცევის მორიგი ნაბიჯი — ქადაგიძე ოფშორების კანონზე appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 14:24 - ბათუმელები
უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა
დღეს. 19 აპრილს, ბათუმში უსახლკაროებმა მორიგი აქცია გამართეს, რაც ერთი პირის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარესთან ითხოვდნენ შეხვედრას. მას შემდეგ, რაც მათ ამ შეხვედრაზე უარი უთხრეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა სცადეს. მოქალაქეებს ქუჩის გადაკეტვის საშუალება პოლიციამ არ მისცა, რა დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს – დაკავებულია უსახლკარო შშმ პირი. პოლიციის მეექვსე განყოფილებაში შესვლა სცადა […]
The post უსახლკაროების აქციაზე პოლიციამ შშმ პირი დააკავა appeared first on Batumelebi.
Friday April 19, 2024. 13:25 - Netgazeti
სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს
მიხეილ სააკაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და ოპოზიციას არჩევნებზე საერთო სიით გასვლისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც საერთო სიით გასული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დაამარცხებს, გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და იმ პირებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. „ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ამაყი, ძლიერი ხალხის მთავარი დაკვეთა ერთიანობაა. მე, როგორც ერთი ცალკე აღებული […]
The post სააკაშვილი ოპოზიციას საერთო სიას, ენმ-ს კი ბორდის შექმნას სთავაზობს appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 13:47