- Netgazeti
“ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი თბილისია” – მიხაელ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის
“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები”, – ამბობს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში. მიხაელ როთი მორიგჯერ აღნიშნავს, რომ კანონი, რომელსაც “უცხოური […]
The post “ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი თბილისია” – მიხაელ როთი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს მადლობას უხდის appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 19:28 - Netgazeti
რუსულმა გამომცემლობამ პაზოლინის ბიოგრაფია დაცენზურებული სახით გამოსცა
რუსულმა გამომცემლობამ “AST” იტალიელი რეჟისორისა და პოეტის, პიერ პაოლო პაზოლინის შესახებ რობერტო კარნეროს ბიოგრაფიული წიგნი, “პაზოლინი. სიკვდილი იდეისთვის”, ცენზურას დაუქვემდებარა და ტექსტის ნაწილი შავად შეღება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა “მედუზა” ავრცელებს. ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე გავრცელდა შავად შეღებილი გვერდების ამსახველი ფოტოები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცენზურას ტექსტის ერთი მეხუთედი დაექვემდებარა – ბიოგრაფიული დეტალები, ამონარიდები ინტერვიუებიდან, […]
The post რუსულმა გამომცემლობამ პაზოლინის ბიოგრაფია დაცენზურებული სახით გამოსცა appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 18:47 - Netgazeti
„ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე
სარეკლამო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სპეციალისტი, ირა ჭელიძე თაღლითობად აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებას. მისთვის გაუგებარია, მმართველი პარტია რატომ ცდილობს იმას, რაც გასულ წელს, საზოგადოების პროტესტისა და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის გამო ვერ მოახერხა. „ხელისუფლება იმეორებს იმას, რაზეც საზოგადოებრივი ზეწოლის ქვეშ მყოფმა ერთხელ უკვე უარი თქვა. როგორც […]
The post „ეს არის თაღლითობა და შულერობა“ — ირა ჭელიძე რუსული კანონის შემობრუნებაზე appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 18:56 - Netgazeti
საჯარო მოხელე ვარ და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მაძალებენ. როგორ მოვიქცე?
29 აპრილს “ქართული ოცნება” პარლამენტის წინ კონტრაქციის გამართვას გეგმავს რუსული კანონის მხარდასაჭერად. მედიაში გაჟონილი ცნობების თანახმად, გეგმავენ, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები მიიყვანონ და ამით შექმნან სურათი, თითქოს ხალხი უჭერს მხარს რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც „ოცნება“ აპირებს. ზოგადად ხელისუფლებების მხრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე გზას, როგორ შეიძლება უარი […]
The post საჯარო მოხელე ვარ და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მაძალებენ. როგორ მოვიქცე? appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 17:04 - Netgazeti
“თქვენ და თქვენს მთავრობას გზა აგერიათ” – იან კელი ირაკლი კობახიძეს მიმართავს
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი სოციალურ ქსელ X-ზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას გზა აერია. “ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, პრემიერ-მინისტრი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრება უპირველეს პრიორიტეტად რჩება. მაგრამ, როგორც ჩანს, მცდარი შთაბეჭდილების ქვეშაა და ჰგონია, რომ ევროკავშირისკენ გზა ბუდაპეშტზე გადის. თქვენ და თქვენს მთავრობას გზა აგერიათ, ბატონო პრემიერ-მინისტრო”, […]
The post “თქვენ და თქვენს მთავრობას გზა აგერიათ” – იან კელი ირაკლი კობახიძეს მიმართავს appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 17:02 - Netgazeti
აქციაზე დაკავებული “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი 2500 ლარით დააჯარიმეს
“ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძეს, რომელიც 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს, სასამართლომ 25 აპრილს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამდენიმე საათით ადრე დასრულდა სანდრო ჯოხაძის პროცესიც, სადაც მეთორმეტე კლასელს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს […]
The post აქციაზე დაკავებული “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი 2500 ლარით დააჯარიმეს appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 16:29 - ბათუმელები
რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი
„რუსული კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე. ჩემი […]
The post რუსული კანონი არის ჩემი მომავლის ჩაკეტვა – ბათუმელი სტუდენტი appeared first on Batumelebi.
Thursday April 25, 2024. 15:50 - ბათუმელები
რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში
ხვალ, 26 აპრილს, ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა, თუ რატომ არის „ქართული ოცნების“ კანონი რუსული. დისკუსია დაიწყება 17 საათზე, ღია სივრცეში, კითხვა-პასუხის რეჟიმში. დისკუსიის შემდეგ კი, 19:00 საათზე, დაიწყება მსვლელობა – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“. რუსული კანონის შესახებ რეგიონებში საერთო საზოგადოებრივი განხილვები იმართება. განხილვებში მონაწილეობას იღებენ სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, […]
The post რატომ არის „ოცნების“ კანონი რუსული – ღია შეხვედრა საზოგადოებასთან ბათუმში appeared first on Batumelebi.
Thursday April 25, 2024. 15:21 - ბათუმელები
„გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ პროექტი ზიანს აყენებს ქვეყნის მომავალს და წარმოადგენს დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე“ – ოპოზიციის ფრაქცია აჭარის უმაღლეს საბჭოს რუსული კანონის წინააღმდეგ რეზოლუციით მიმართავს და პროექტის უკან გაწვევას ითხოვს. „საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ამავე […]
The post „გაიწვიეთ კანონი“ – აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის რეზოლუცია რუსული კანონის წინააღმდეგ appeared first on Batumelebi.
Thursday April 25, 2024. 13:35 - Netgazeti
აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2200 ლარით დააჯარიმეს
სანდრო ჯოხაძეს, 18 წლის მეთორმეტე კლასელ მოსწავლეს, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე 16 აპრილს დააკავეს, სასამართლომ 2200-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება, როგორც “ლელო საქართველოსთვის” დაკავებული ლიდერის, ირაკლი კუპრაძის შემთხვევაში, აქაც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სანდროს უფროსი ძმის, გიგა ჯოხაძის სასამართლო პროცესი. ძმების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი ჯანო ჭკადუა იცავს. ძმებს […]
The post აქციაზე დაკავებული სკოლის მოსწავლე 2200 ლარით დააჯარიმეს appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 13:51 - Netgazeti
არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები
100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან აჩერებს თანამშრომლობას. გარდა ამისა, ყველა მათგანი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდებიან ღირსების შემლახავ რეესტრში. 25 აპრილის 18 საათის მონაცემებით, განცხადებას ხელს აწერს 140-ზე მეტი ორგანიზაცია და ეს სია შეიძლება, კვლავ გაიზარდოს. გთავაზობთ განცხადებას, რომელთა ხელმომწერებს შორის არის „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელებიც“ რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციები ვაჩერებთ […]
The post არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში — არასამთავრობოები და მედიები appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 13:51 - Netgazeti
რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (1995-2003 წწ) ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის კონსულტანტია საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ხელისუფლებას ურჩევს, მეტი მგრძნობელობით და სიფრთხილით მოეკიდოს იმ იმპულსებს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან მოდის. მენაღარიშვილი აგენტების კანონპროექტს შარშანაც ეწინააღმდეგებოდა და ამბობდა, რომ ის „ქართულ საქმეს არ წაადგება“. „სამწუხაროდ, ჩვენი წინანდელი პროგნოზი ახლაც ძალაში რჩება. […]
The post რას ურჩევდა პრემიერის კონსულტანტი „ოცნებას“ რუსულ კანონზე appeared first on Netgazeti.
Thursday April 25, 2024. 13:30