- Netgazeti
უცხოელი ინვესტორებისგან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მივიღეთ — EBA რუსული კანონის გაწვევას ითხოვს
„ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ (EBA) დირექტორთა საბჭო პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართავს, გაიწვიონ „რუსული კანონი“, რომელიც „პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ დაცულ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რაც აფერხებს საქართველოს წინსვლას ამ გადამწყვეტი მიზნისკენ.“ პაპუაშვილისთვის 17 აპრილს გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ უცხოელი ინვესტორებისა და ევროპელი პარტნიორებისგან ასოციაციაში არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მიიღეს. „ეს კანონპროექტი არა მხოლოდ ძირს უთხრის საქართველოს […]
The post უცხოელი ინვესტორებისგან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება მივიღეთ — EBA რუსული კანონის გაწვევას ითხოვს appeared first on Netgazeti.
Saturday April 20, 2024. 09:00 - Netgazeti
ვინ არის სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, რომელსაც გომელაური „ღირსეულს“ უწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური. „ხარება“ იმყოფებოდა 16 აპრილს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზეც, სადაც სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათი დარბევა სპეცრაზმმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ „ხარებას“ სახელის სკანდირება და მისი მისამართით გინება დაიწყეს. თუმცა „ხარებას“ სახელი […]
The post ვინ არის სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, რომელსაც გომელაური „ღირსეულს“ უწოდებს appeared first on Netgazeti.
Saturday April 20, 2024. 08:53 - Netgazeti
20 აპრილი: დაგეგმილია ახალგაზრდების აქცია თბილისში და ქალების მარში არაერთ ქალაქში
დღეს, 20 აპრილს, მორიგი ანტირუსული აქციებია დაგეგმილი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდავი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ქალთა მარში თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება 17 საათზე. მარშები გაიმართება ქუთაისში, გორში, მარნეულში, ახმეტაში, ბოლნისში, ბათუმში, ოზურგეთსა და წნორში (ქალაქების სია შეიძლება, განახლდეს). თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 19 საათზე ასევე […]
The post 20 აპრილი: დაგეგმილია ახალგაზრდების აქცია თბილისში და ქალების მარში არაერთ ქალაქში appeared first on Netgazeti.
Saturday April 20, 2024. 06:12 - ბათუმელები
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აპრილი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 20 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 458 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +750] ტანკი – 7 213 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 13 873 ერთეული [+21] საარტილერიო სისტემა – 11 678 ერთეული [+20] MLRS – 1 046 ერთეული [+0] საზენიტო […]
The post რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 20 აპრილი appeared first on Batumelebi.
Saturday April 20, 2024. 06:21 - Netgazeti
“პროცესი დაიძრა” – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება
ავტორი: ვადიმ დუბნოვი, პრაღა კრიზისი სომხეთსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც ბაქომ პირობითი საზღვრის სიახლოვეს ოთხი სოფლის მისთვის გადაცემა მოითხოვა, ამოწურულია. საზღვრის დელიმიტაციის შესახებ სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი კომისიის წარმომადგენლებმა 19 აპრილს განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. დელიმიტაციის პროცესი საბოლოოდ დაწყებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ამბავმა დაამშვიდა ყველა, ვისაც ახალი ესკალაციის შიში ჰქონდა. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, […]
The post “პროცესი დაიძრა” – სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული შეთანხმება appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 18:08 - Netgazeti
7 პარტია: ვდებთ პირობას, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან
“საპოლიციო დანაყოფების მიერ ძალის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით” 7 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. ნეტგაზეთი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს. მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, […]
The post 7 პარტია: ვდებთ პირობას, მშვიდობიანი მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 17:29 - Netgazeti
აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან
პარლამენტთან მიმდინარე წინასწარ დაუორგანიზებელ აქციაზე მომიტინგეებმა რუსთაველი გამზირი გადაკეტეს და ამჯერად იუსტიციის სახლისკენ მიემართებიან მსვლელობით. დღეს აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ არა ძირითადი ორგანიზატორები, არამედ ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” მართავს. პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით […]
The post აქციაზე ახალგაზრდებმა რუსთაველი გადაკეტეს და იუსტიციის სახლისკენ მიდიან appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 17:04 - Netgazeti
ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს
17 აპრილს, გამთენიისას, როცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციაზე მდგომარეობა დაიძაბა, სპეცრაზმი მიმდებარე ვიწრო ქუჩებში დევნიდა და ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის მონაწილეებს. მათი თავდასხმის ობიექტი გახდა ონლაინ მედიის 3 ჟურნალისტიც. ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო. როგორც მათი ინტერესების დამცველი, “მედიაომბუდსმენის” წარმომადგენელი ილონა დიასამიძე ნეტგაზეთს ეუბნება, გამოძიება არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის […]
The post ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 16:28 - Netgazeti
„გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს დააშორებს ევროკავშირს. „ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით“, — განუცხადა შარლ მიშელმა 19 აპრილს „ევრონიუსს“. მან იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და ახლა თბილისისგან მეტ პოზიტიურ […]
The post „გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“ appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:53 - Netgazeti
კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა
საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში, 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აქვეყნებს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, მართალია, გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტაზე ფორმალურად ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, მაგრამ ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა […]
The post კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:08 - Netgazeti
მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას
პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმად აფასებს მიხეილ სააკაშვილის წინადადებას, რომ ოპოზიცია არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდეს. მელიას თქმით, არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მიუხედავად ამისა, მელია აღნიშნავს, რომ სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა: „თუკი ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა და სხვადასხვა ტიპის ერთობის ჩამოყალიბებაში რაიმე […]
The post მელია პასუხობს ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას appeared first on Netgazeti.
Friday April 19, 2024. 15:50 - ბათუმელები
„არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ
ხვალ, 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია ევროპის მოედანზე, ქალების მარშის შემდეგ დაიწყება. „ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია. კი-ევროპას, არა-რუსეთს” – ვკითხულობთ აქციის აღწერაში. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ______________ ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – […]
The post „არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ appeared first on Batumelebi.
Friday April 19, 2024. 14:16